.ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. კონცეფციისპრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.მიხეილ სარჯველაძემ მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისისახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია.საავადმყოფო 700-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითადსამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს.სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული,დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე – კლინიკური თუპათომორფოლოგიური ლაბორატორიები.გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალიშენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნებასპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთატრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები.კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას.სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიურიმიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციურიბლოკი. ასევე, გაიხსნება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMPსტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.ასევე, კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 42 000 კვ.მ გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონას.შედეგად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტებისშესაბამისი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, სადაც პაციენტები მაღალიხარისხის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე და კომფორტულ გარემოშიმიიღებენ.