„პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა – განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე“

,აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომისდასრულების შემდგომ განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი,პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება დასამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრომეტად სამართლიანი პირობების დადგენაა.„მთავრობის სხდომაზე აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა,რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ძალიანმნიშვნელოვანია. ამ დრომდე, მოქმედი რეგულაციების თანახმად პაციენტებსზოგიერთ შემთხვევაში დიდი უხერხულობა ექმნებოდათ. არსებული რეჟიმისადა წესების მიხედვით, იყო გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვისპროგრამიდან გამოსვლის საჭიროება, ისეთ შემთხვევაში თუკი რომელიმემათგანს სურდა განსხვავებული მოდელით, ან ზოგიერთ შემთხვევაშიდამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა .სურვილის შემთხვევაში ისინი დგებოდნენ დილემის წინაშე , რომ ანდარჩენილიყვნენ პროგრამაში და მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, ანმცირედი ცვლილების შემთხვევაში გასულიყვნენ და შესაბამისად მთლიანადსაკუთარ ტყავზე აეღოთ ის ხარჯები, რომელიც კონკრეტულ მანიპულაციასუკავშირდებოდა.ჩვენ ამ თვალსაზრისით გვინდა, რომ მეტად მოქნილი გახდეს რეგულაციები.ამ მიზნით შემოღებული იქნება შესაძლებლობა და ამას სჭირდება მთავრობისდადგენილებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ასეთ შემთხვევაშიპაციენტს ექნება შესაძლებლობა ამ დილემის წინაშე აღმოჩენის გარეშე მიიღოსდამატებითი, განსხვავებული სერვისები. ასეთ კონკრეტულ შემთხვევებსკანონქვემდებარე ნორმატიული აქტები განსაზღვრავს. მხოლოდ ამშემთხვევაში იქნება ასეთი თანაგადახდები დასაშვები.ვფიქრობთ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა როგორც პაციენტისთვის, ასევე ესდადებითად აისახება კლინიკების საქმიანობაზე“,-აღნიშნულის შესახებმიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება