ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.