თამარ ტყეშელაშვილი- სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ მონათმფლობელური შრომის კოდექსი მიიღო, საერთაშორისო კონფერენციებზე მიწევდა გამოსვლა – ვყვებოდი, რა კარგი კოდექსი გვაქვს თქო- როგორც იურისტი – არცერთს ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩ ე მ ს ქვეყანას ეხებოდა!

თამარ ტყეშელაშვილი ევროპარლამენეტში საქართველოს შესახებ რეზოლუციაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელების მოთხოვნით შეტანილ საკითხებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტ აქვეყნებს;

“ როცა კერძო პრაქტიკაში ვიყავი, სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ შრომის კოდექსი შეცვალა, მგალითად, და მონათმფლობელური გახადა (ორგვერდიანი. დასაქმებულს არაფრის უფლება რომ არ გააჩნდა. და იყო ასეთი კიდევ მრავალი სხვა), მე კი საერთაშორისო კონფერენციებზე მიწევდა გამოსვლა – ვყვებოდი, რა კარგი კოდექსი (და მრავალი სხვა) კანონი გვაქვს თქო. არადა გული მერეოდა შინაგანად (ხალხიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა) და როგორც იურისტი – არცერთს ვეთანხმებოდი.

მაგრამ ჩ ე მ ს ქვეყანას ეხებოდა! და რა მნიშვნელობა იყო. არც დერეფნებში მივლია (და არც ფული გადამიხდია დაასანქცირეთ ეს და ის (თავად სახ. დეპს უდევს ამის თაობაზე ინფო ვის და რამდენი აქვს ამაში გადახდილი))

რაც არ უნდა რამე არ მოგწონდეს (ვერ ვხსნი – ვის რა არ მოსწონს:)) მაგრამ ჩვენთან ხომ ზე-დემოკრატიაა და ხომ არ დავაძალებ ვინმეს რამეს:)) მე “პატრონები” არ მყავდა და შემეძლო ჩემი ქვეყანა მყვარებოდა?:)) თუ ესაა მიზეზი- ოკ:)

რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი და ის ვერ გავიგე – ჯერ კანონით არ გვაქვს უფლება გავასაჯაროვოთო აცხადებდნენ და მერე კონკრეტული გვარები დაასახელეს:) ჩამოყალიბდეს, იქნებ, ვინმე, სად რა კანონი მოქმედებს.

და ჩემი საყვარელი მომენტი: გათავისუფლდეს სააკაშვილი (ჰუმანიტარული მიზნებისთვის), არადა კაცმა მიიწერა – კარგად ვარო!!:)) მეასედ წააგებდა სტრასბურგს? იცოდა:)) და ვივამედი – სასწაულმოქმედები რომ ხართ – ესეც ცნობილია და მეორე საყვარელი მომენტი – ბალტიისპირეთი როგორ აქტიურობს ამ რეზოლუციებზე რატომ? კალინინგრადი ზედმეტად ახლოა?:)) რა ელემენტარული განსჯის უნარი სჭირდება რაღაცეებს.

ჩემი ფოტო აქ ტყუილად დევს. უარაფრო ტექსტები არავის გვიყვარს:)) წერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10162173252033054&set=a.10152006257743054&type=3&ref=embed_post

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება