თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები,რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ,რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამისშესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე?ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვსჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზესაუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერიაღიქვან, როგორც არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს„ნაციონალური მოძრაობაც“ აცხადებდა, რომ უმრავლესობით იგებდა არჩევნებს,თბილისის მერის თქმით, ეს შედარება არასწორია, რადგან მაშინდელი მმართველიძალა ბოროტმოქმედებით იყო დაკავებული.„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ,რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს.2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაშიდემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? რას შვრებოდნენ მაშინ?ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრულიგულწრფელობით და პასუხისმგებლობით; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს; ქუჩაშიხოცავდნენ ახალგაზრდებს; ციხეებში რას აკეთებდნენ… როგორ შეიძლება, შეადაროსააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელხელისუფლებას? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება – 2008 წელსშემოიყვანეს რუსული ჯარი და ჩააბარეს ტერიტორიები. ამ ყველაფერზე მათმოუწევთ პასუხისგება. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რამოხდა რეალურად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კონსტიტუციურიუმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის სათავეში. „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა, არათუ უმრავლესობით, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობა და ამას აქვს ახსნა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის „ომის პარტია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი ქვეყნის მოქალაქე რომ გამოდის და ამბობს, რომ მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, ეს დამოკიდებულება ნორმალურია? ეს არის „ომის პარტია“, რომელსაც სურვილი აქვს, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამას საკუთარი ქვეყნის ინტერესი შესწიროს, გაანადგუროს, დაანგრიოს ქალაქები და სოფლები, მოსპოს ინფრასტრუქტურა, ცეცხლში გახვიოს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.