კახა კალაძე „გორბის“ კვლევაზე: ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა, რასაც ყოველდღიური შეხვედრების დროს ვხედავ

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს“, – ამის შესახებდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთანდაკავშირებით ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, კვლევის თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში„ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, არის საზოგადოების განწყობიდანდა დამოკიდებულიდან გამომდინარე, რასაც პირადად ყოველდღიურ შეხვედრებშიხედავს.„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა დადამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა,მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში,რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც.თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია.ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის,დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოებისგამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენმხარს.„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორცკვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი.დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთანმიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება