9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლია I-III
კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარი-
სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით +4.1%-ია.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო
ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით ზრდა +9.2%-ია.
საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024
წლის მესამე კვარტალშიც.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594
საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო
ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება