ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას დაესწრო

ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილისაავადმყოფო გაიხსნა. ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრიდაესწრო. მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაცდაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა სამედიცინო სერვისებისგეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომსახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათაპაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი,მთელი ქვეყნის მასშტაბით.ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სრულიად გარემონტდა და განახლდა, აღიჭურვაახალი აპარატურითა და ინვენტარით. კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა დაბავშვთა გადაუდებელი დახმარება ,,ემერჯენსი“- მე-3 დონის, მოზრდილთა და ბავშვთა:ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთანევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციულიკარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგია დაკომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე – სტაციონარული დიალიზი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება