კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები პირადი კეთილდღეობის გამო არ ითმობა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა „ქართულიოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია.როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობის გამო, ქვეყნისინტერესებს არ დათმობს.„ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულადპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდისპოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისიდრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს სააშკარაოზე გამოვიტანთ. ეს თანხებიარის ამ ადამიანის საკუთრება და სასამართლოც მოიგო ბერმუდაში, სინგაპურში.გადაწყვეტილება მიღებულია. ჩნდება კითხვა – ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულთანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს? ბიძინა ივანიშვილი არისდე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორეფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, რომ ქვეყნის ინტერესები არითმობა და მას არანაირი სანქციები, პირადი კეთილდღეობა ამად არ უღირს. ისინიბიძინა ივანიშვილს კიდევ კარგად არ იცნობენ.ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მშვიდობას. ჩვენქვეყნის საწინააღმდეგო არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ და ყოველთვის ქვეყნისინტერესებს დავიცავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება