კახა კალაძე: ქვეყანაში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს, ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორმიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ცესკო-ში არჩევნებზე დაკვირვების მიზნითდარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობოორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.„თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირიარასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. „კოლექტიურინაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს როგორ მიმდინარეობსსაარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობოორგანიზაციას ირქმევენ, ხან – რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვაადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები დარადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ.ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიისსახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარიამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესებისგასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო,თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება