საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკულიგაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს, არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ენერგეტიკული რეფორმისმიმდინარეობა, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მარეგულირებელი კომისიისმიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულების ეფექტიანობა. ამასთანავე,იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკის მიერშესრულებულია კანონმდებლობითა და ევროპული დირექტივებით ნაკისრივალდებულებები, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით კომისიას უკვე 50-მდე ნორმატიული აქტი აქვს მიღებული.შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელიპირები და ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელისაქართველოში, სალომე ჯანელიძე.