კახა კალაძე მიწვევის გაუქმებაზე: რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი,ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება

„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზი ბევრი იქნება“, -ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ისპრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას.როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის,რომ ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვა.„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება.ბევრი არასწორი განცხადება იქნება, როდესაც თეთრზე შავს გვეუბნებიან, ბევრი იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. ასე რომ, მოულოდნელი არაფერია.უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ კი გაუქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ვხედავთ ბოლო წლების და თვეების განმავლობაში. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესები და ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ ვერ შეგვაშინებს ვერანაირი მუქარა, იმიტომ რომ ვაკეთებთ სწორდა რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქართულ საქმეს“, – განაცხადა კახაკალაძემ.ამასთან, ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების და განცხადებების ფონზე, არისთუ არა ბუნებრივი აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, მერი პასუხობს:„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ასეთ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნების თარიღი. დღეს ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში,არჩევნებს ატარებენ უცხოური ძალები, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა აქვთ.პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ საელჩოებში, უცხოელებისთვის.ამ ქვეყნის მომავალს და ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. ჩაბარდა წარსულს ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხისმითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. საქართველოში მეორე ფრონტი არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა არ შეუერთდება სანქციებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევა ჯერ გამოიგზავნა, შემდეგ კი მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება, რათა „რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულ ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ“„ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება,“ -განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება