28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურისფესტივალი“ გაიმართება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღისქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედიპურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღისგანმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნებაბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობებისგავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაცდაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას დადააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციულითემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულიაპურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობისქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურისცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგიპიანომენი და ბენდი გააფორმებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება