თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელისამუშაოები ტარდება. 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით,საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას. წლევანდელიმსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.„27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ტურიზმისორგანიზაციის მიერ 1979 წელს დაწესდა. საქართველოში პირველად იმართება ესღონისძიება და ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიოდან ეწვევიან მაღალი რანგისსტუმრები. წლევანდელი გზავნილია “ტურიზმი და მშვიდობა”. საქართველოსაერთაშორისო მედიის ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. ჩვენი ქვეყნიდანმსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობასტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“,-აცხადებს მაია ომიაძე.საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნადხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებასსაერთაშორისო არენაზე.