კახა კალაძე: პოლიტიკური შანტაჟის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს

„გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს,კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის აბსურდი.„ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია.ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდდიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს.ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლოპროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია. ეს არის ჩვეულებრივიპოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნისინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერმოხდება, შეუძლებელია.გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისიდამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარასაზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება