ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, ხვალ მილანის მაისურით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა და მატჩისთვის მზადებას იწყებს, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდები მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მატჩში მონაწილეობას ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც კაკა, დიდა კაფუ და სხვა გამოჩენილი ფეხბურთელები. ლეგენდების ვარჯიში დღეს საღამოს გაიმართება, მატჩი კი ხვალ, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის არენაზე დაიწყება.
https://www.instagram.com/p/DAIIDOssRrm/?igsh=Ym04d2Jhejhra2c2