ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ წყარო გაასაჯაროვა და თქვა, რომ სატელიტის ფოტოები ვინმე დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.
ამ ფოტოებით ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გაუჩინარების შემდეგ დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში არ იმყოფებოდა, თუმცა დღეს ექსპერტიზამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს ფოტო მტკიცებულებები დამონტაჟებული და ყალბია.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ დასახელებული წყარო – დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტი გახლავთ. ის ხშირად ესწრება კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციების კონფერენციებს, რისი დამადასტურებელი მასალა მედიაშიც მიპოვება.
ფურცხვანიძეს დაფუძნებული აქვს „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს“ და საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტად მოიხსენიებს.
ის საქართველოში პრორუსული გამოცემების აქტიური რესპოდენტი და „სპუტნიკ ტვ“ის წარმომადგენელი.
[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა