კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ

„ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ჩვენბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვაპოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე, კონკრეტული ტელევიზიისმხრიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით.„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ,როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში,არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები,აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება