„ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცაჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაშითავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით“, – ასე პასუხობს თბილისისმერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორიიქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბევრი იბრალებს საერთაშორისოარასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკურიპარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით,ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტისმომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძირითადად ამ კონკრეტულარასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების,დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ისრას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიცშეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციებისმოწყობის მცდელობა. ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახავიგვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ისდაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები,ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნებიგააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ესსაფრთხეები დღესაც არსებობს და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადაკახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არაგავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძე პასუხობს:„მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიურიგიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან,არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირპოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს დაჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აცხადებს კახაკალაძე.