ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით,ბოლნისში საცხენოსნო ფესტივალი ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს საცხენოსნო
ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით,
ბოლნისში საცხენოსნო ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი, მსოფლიო ეთნოსპორტის
კონფედერაციის საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო.
შეჯიბრება დოღსა და მარულაში გაიმართა, რომელშიც 20-მდე მხედარი მონაწილეობდა.
ფესტივალის დასასრულს, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ცხენოსნებს
მედლები, თასები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი
მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების
განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ცირეკიძეს, თურქეთის
ტრადიციული საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ზუბეირ ბეკიროღლუს,
მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრს, ოსმან ბაშერსა
და მსოფლიო ეთნოსპორტის კონფედერაციის სპორტის სპეციალისტს, თალხა აგუშს,
შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისში ასაშენებელი საცხენოსნო კომპლექსის პროექტისა და
მუნიციპალიტეტში ცხენოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება