იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაცის უწოდებს და მიაჩნია , რომ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!
ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.”პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.
ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.
მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.
დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!”წერს ბრეგაძე.