საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს – M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, 2025 წლის პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, საპილოტე პროექტში მხოლოდ სამი სკოლა ჩაერთო, რაც მიღებული შედეგების გასაანალიზებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. „მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს – M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, გარკვეული პირობებით, მიეცათ საავტობუსო ზოლში გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნული რეგულაცია სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე მოქმედებდა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში,აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ თბილისის სამმა სკოლამ ისარგებლა, რაც საკმარისი არაა იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ, თუ რა გავლენასიქონიებს პროექტის ამოქმედება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ამიტომ, მივიღეთგადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ვადა კიდევ ერთი წლით, 2025 წლის პირველივლისამდე გავახანგრძლივოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა დედაქალაქის სკოლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელმოუწოდა, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მათ პროგრამის პირობები შეახსენა.„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სკოლების წარმომადგენლებს, ჩაერთონ აღნიშნულპროგრამაში. შეგახსენებთ, სასკოლო ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარშეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეებში – 06:00-დან 09:00 საათამდედა 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათმხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს ერთი წუთისა, ისევე,როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროისმონაკვეთებში, ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება