კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა დაჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრებიჩაატარა. ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ComCom-ის წევრი, ნათია კუკულაძე, ხოლოჩოხატაურში ჩატარებულ შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარებისდეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვნენ.შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მედიაწიგნიერებისმნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ისაუბრეს თუ რა არის დეზინფორმაცია,როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი ამბავი ნამდვილისგან, როგორ გადავამოწმოთ წყარო დადავადგინოთ რეალური ფაქტები. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაცმონაწილეებთან ერთად, ComCom-ის წარმომადგენლებმა კონკრეტული მაგალითებიმიმოიხილეს.შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება, რომლისფარგლებშიც, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა დასახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში სულ 151 სოფლის 4200-ზე მეტი მაცხოვრებელი გადამზადდა. შეხვედრები ამ ეტაპისთვის დასავლეთ საქართველოსრეგიონებში, კერძოდ კი სამეგრელოში, აჭარასა და რაჭაში გაგრძელდება.ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიცინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgiaსაქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტისმიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენებისხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისთანადაფინანსებით ხორციელდება.