დაბა ასპინძაში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ასპინძაში სანაპიროს ქუჩის პროექტის ფარგლებში ეწყობა დეკორატიული ღობეები, ტროტუარები, მონტაჟდება გარე განათების ბოძები და გზის გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენ კედლებს უტარდება რეაბილიტაცია.
უკვე მოეწყო სპორტული მოედანი ხელოვნური საფარითა და ლითონის ღობით.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არალი” აწარმოებს.
სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება