მიხეილ სარჯველაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროშიგანხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორიქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანითანამშრომლობის მნიშვნელობა.განიხილეს პარტნიორობის სამომავლოპერსპექტივებიც.ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.თავის მხრივ , მიხეილ სარჯველაძემ, დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში გაწეულიმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაშიწარმატებები უსურვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება