მირიან ყარაულაშვილი “Facebook” – ის საკუთარ გვერდზე წერს:
– ძალიან დიდი შეცდომა იყო თავის დროზე იმ კოლოსალური შრომის და თავგანწირვის უგულვებელყოფა, რაც ქართული რაგბის მიმართ გასწია გია ნიჟარაძემ !
მე პირადად ვთვლი, რომ უდიდესი მიზეზი იმ სიტუაციისა, რაც შეიქმნა დღევანდელ ქართული რაგბის სამყაროში არის კვალიფიციური მენეჯმენტის და პატიოსნების დეფიციტი მმართველი ფედერაციის უმაღლეს მენეჯერულ რგოლში.
ვფიქრობ, სიტუაციის რადიკალურად პოზიტიურად შესაცვლელად რაგბის კავშირის დროებით (არჩევნებამდე) ხელმძღვანელის მოვალების შემსრულებლად სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი გია ნიჟარაძის დანიშვნა (ნებისმიერი მექანიზმით).
ესაა სულ.
პ.ს. : ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეუფასებელი ამაგი და ფინანსური მხარდაჭერა სპორტის ამ დარგისადმი ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც ამჟამად არ ვეხები.