ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის და ვფიქრობ მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს შინდისში ვიზიტისას განუცხადა.
რაც შეეხება საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვას, შს მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, FBI ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.
„თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – აცხადებს გომელაური.
[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა