სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს,
საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის
მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.