მაკა ბოჭორიშვილი – მთელი წელია, გვესმის, რომ დონორების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, თითქოს ორგანიზაციები გაყვედრიან კიდეც, ეს ხომ ისედაც იცითო და ხშირად იშველიებენ გრანტებს, მაგრამ ეს ასე არ არის

მთელი წელია, გვესმის, რომ დონორების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე, ყველგან შეიძლება, ნახოთ, თუმცა ეს ასე არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„თითქოს გაყვედრიან კიდეც ორგანიზაციები, ეს ხომ ისედაც იცითო და ხშირად იშველიებენ გრანტებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთიანად არ არის ეს ინფორმაცია არსად. ძალიან ხშირად არც დონორების ვებგვერდებზეა ინფორმაცია, რომლებიც აფინანსებენ გარკვეულ პროექტებს და არც იმ ორგანიზაციების ვებგვერდებზეა, სადაც შეიძლება, საზოგადოებამ იპოვოს ინფორმაცია ამის შესახებ. ეს ძალიან ხშირად, არ იძებნება და ამაშია პრობლემა. მაშინ, რა გავაკეთოთ, რა არის გზა, რომ ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება საქართველოში, რას ხმარდება, რამდენად ხმარდება ჩვენს საზოგადოებას და განსაჯოს ეს საზოგადოებამ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება