თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
როგორც დახვედრის ცერემონიაზე აღინიშნა, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მაღალ დონეს და ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას.