მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კადრების მოზიდვის რესურსი აქვთ და საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენას აპირებდნენ. დღეს კი ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესაა ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და გამაერთიანებელი თვისება არის ის, რომ უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას.” სალომე სმაადაშვილი ერთიანი ნაციონალური ნოძრაობა