მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ მას მიიღებს ევროპარლამენტი – არის ევროპული, თუ მას მიიღებს საქართველოს პარლამენტი – არის რუსული. უფრო მეტი ლუსტრაცია მათი მავნებლობისა და ტყუილების ბუნებაში არ არსებობს

სისხლისსამართლებრივი ნორმების დაცვით, გამკაცრებული რეგულაციებით, რასაც ვაპირებდით, რომ მიგვეღო და რაც „რუსულ კანონად“ მონათლეს საქართველოში, უფრო მკაცრ რეგულაციას იღებს ახლა ევროპარლამენტი, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ კანონპროექტებს საქართველოში იმიტომ ებრძვიან, იმიტომ რომ ზუსტად არავინ იცის რა წყაროებიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ მას მიიღებს ევროპარლამენტი – არის ევროპული, თუ მას მიიღებს საქართველოს პარლამენტი – არის რუსული. უფრო მეტი ლუსტრაცია მათი მავნებლობისა და ტყუილების ბუნებაში არ არსებობს. „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს დავუსვათ კითხვა: სიტყვა სიტყვით რომ ითარგმნოს კანონი, რომელსაც ევროპაში მიიღებენ, რუსული იქნება თუ ევროპული? ხომ არ იქნებიან თანახმა, რომ ასეთი კანონი მივიღოთ?“ – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება