გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილის პარტიულ გეგმებზე: დიდი სიამოვნებით შევხედავ გახარია-ლომჯარია-ზურაბიშვილის სურათს… განსაკუთრებით, ზურაბიშვილი-გვარამიას ტანდემი იქნება ძალიან კარგი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილის პარტიულ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის პოლიტიკურ პროცესებზე თვალის მიდევნება, საინტერესო იქნება.

„საინტერესო იქნება… მე პირადად, დიდი სიამოვნებით შევხედავ გახარია-ლომჯარია-ზურაბიშვილის სურათს, თავში გვარამია რომ დაიყენონ. განსაკუთრებით, ზურაბიშვილი-გვარამიას ტანდემი იქნება ძალიან კარგი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, მისთვის საინტერესო იქნება ამ ახალი ტანდემის საარჩევნო დაპირებებიც და აქვე საკუთარ ვარაუდსაც გამოთქვამს. „მაინტერესებს, საზოგადოებას რას დაპირდებიან წინასაარჩევნოდ. ერთი, ალბათ ბომბების ჩამოტანას შეპირდება, მეორე გაშავებას ზურაბიშვილის სახით, გახარია ალბათ მელიას გამოუშვებს ციხიდან და ა. შ. ამიტომ, ასეთი გაერთიანებების მე არ მჯერა და რომც გაერთიანდნენ, მიიღებენ უარესს, ვიდრე ახლა აქვთ ცალ-ცალკე,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება