თუ ამ დამარცხების ფონზე კიდევ დაიწყებს ხელების ქნევას და შეეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, იქ სხვა პასუხისმგებლობები დადგება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არავინ არავის ემუქრება, საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი და პირველრიგში პრეზიდენტმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.