fbpx

ძირკველიშვილი თავისი ნებით ჩაუჯდა ბიჭებს მანქანაში და ახლა იძახის, რომ აწამეს და იძალადეს მასზე. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ირაკლი და ლუკა ლომაძეები არიან უწესიერესი ბავშვები

“გოგონა დაორსულდა… პირდებოდა ცოლად მოგიყვანო” – სპორტსმენების სკანდალის ახალი დეტალები

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი იური ლომაძე, მისი ძმა ფეხბურთელი ლუკა ლომაძე და კიდევ სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სულ სხვა ვერსიას ჰყვება “პრაიმტაიმთან” დაკავებული სპორტსმენების დეიდა, მანანა მორჩილაძე, რომელმაც მომხდარზე ექსკლუზიურად სწორედ ჩვენთან ისაუბრა.

მანანა მორჩილაძემ განაცხადა, რომ მისი დისშვილების და სხვა პირების მხრიდან, ნ.ძ-ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ის უბრალოდ ბოდიშის მოსახდელად მიიყვანეს ერთ-ერთ ოჯახში.

– ქალბატონო მანანა, რა მოხდა თქვენს დისშვილებსა და დაზარალებულს შორის?

– ეს იყო ოჯახური კონფლიქტი და ხაზგასმით ვითხოვ, ფედერაციას ამ საქმეში ნუ გარევთ. ირაკლი ლომაძის შესაძლებლობები მთელმა ქვეყანამ იცის.

ხუთი კაცი იმ ბიჭის გასალახად, საჭირო არ იყო. მათ ის ბიჭი წაიყვანეს ოჯახში, სადაც მოხდა სამარცხვინო ფაქტი და ოჯახისთვის მოახდევინეს ბოდიში.

ის თავისი ნებით ჩაუჯდა ბიჭებს მანქანაში და ახლა იძახის, რომ აწამეს და იძალადეს მასზე. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ირაკლი და ლუკა ლომაძეები, არიან უწესიერესი ბავშვები და არასდროს ყოფილან შემჩნეული რამე გარჩევებში, განსხვავებით, იმ ადამიანისგან, რომელიც მათ ბრალს სდებს გატაცებასა და წამებაში.

ნიკოლოზ ძირკველაშვილი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობაზე და ახლაც პრობაციონერია.

– რატომ უნდა მოეხადა ბოდიში ძირკველაშვილს?

– ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ეს ბიჭი ლუკას და ირაკლის ოჯახის წევრის ახლო მეგობარი და ოჯახში მიღებული სტუმარი იყო.

აღმოჩნდა, რომ ის გოგონა, დაორსულდა ამ პირისგან, რომელიც ეტყობა პირდებოდა ცოლად მოგიყვანო და როცა ეს არ მოხდა, გოგონამ ისირცხვილა და საერთოდ წავიდა საქართველოდან.

იქ გააჩინა ბავშვი, რომელიც უკვე დადის და ამის შესახებ, ახლა გაიგეს ბიჭებმა, ამიტომ ნიკოლოზ ძირკველაშვილი იპოვეს და ის თავისი ნებით წაყვა მათ იმ სახლში ბოდიშის მოსახდელად. ნაცემიც არ იყო ეს ბიჭი.

ნიკოლოზ ძირკველაშვილი

– ნაცემი თუ არ იყო, რატომ იწვა კლინიკაში?

– საავადმყოფოში არ ყოფილა, ერთი სილურჯეც არ აქვს. გუშინ სასამართლოზე თქვა, წყლით სავსე ბოთლებით და ბლაგვი საგნებით მცემდნენო. კლინიკა არ არსებობს დედამიწაზე, სადაც ეს კაცი იწვა.

მე დარწმუნებული ვარ, გოგონამ უბედურებას აარიდა თავი, არ შეარცხვინა ოჯახი და დატოვა საქართველო.

ამ ბიჭმა ბიჭებთან შეხვედრისას თქვა, მაპატიეთ, არაკაცი ვარ და ბოდიშს ვიხდიო. ამის შემდეგ წავიდა და რა მოხდა აღარ ვიცი. გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

სილურჯე მაგას არ ჰქონია და საავადმყოფოში აპარატზე თუ იყო შეერთებული, 29 ივნისს საგამოძიებო ექსპერიმენტში, როგორ იღებდა მონაწილეობას ოზურგეთში?

არაფერი სამარცხვინო ამ ბიჭებს არ ჩაუდენიათ, ესენი არიან ვაჟკაცი ბიჭები, არ შეარჩინეს ოჯახის თავს ლაფის დასხმა, მოახდევინეს ბოდიში და რა მოხდა შემდეგ არ ვიცი.წყარო ,,პრაიმ-თაიმი,,..

გაუზიარე!

Shares