ანრი ოხანაშვილი: სანქციების ენით საუბარი არავის არაფერში წაადგება

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე, – ასე შეაფასა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ მხარეს ამ საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნება.

„რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება