fbpx

დავით ქართველიშვილი ზაქარეიშვილის განცხადებაზე: სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს, პარტნიორს მეგობარს უწოდებს, ხოლო აგენტოკრატების მონას – ლაქია

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო“, Facebook-ზე ეხმაურება. 

„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც:

აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის;

რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით;

რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით – აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს;

რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს – რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას;

რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს;

რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში;

რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი – მოწინავეა მსოფლიოში;

რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე;

რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს;

რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები;

რომელიც პარტნიორს – მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას – ლაქიას.

ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში – სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება