
მთავარი პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს. კადრები როგორც აგარაკზე ასევე, მთავარ მაგისტრალზე განვითარებულ ეპიზოდებს გადმოსცემს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ჩვიდმეტივე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა https://www.facebook.com/OfficialPOG/videos/2713886258840942/?v=2713886258840942