fbpx

ექთნის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილისთვის მთავარია, რომ თავად და თავისი გარემოცვა იყვნენ კარგად – ადამიანი იძულებული გახადა, ზეწოლასთან დაკავშირებით, საჯაროდ ესაუბრა

ბუნებას არ იცვლიან, კვლავ ორგანიზებულად უტევენ ყველას – საქართველოს საზოგადოებას, ექთანს, ექიმს, ადვოკატს, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მედდის მიერ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს. 

მისივე თქმით, მედდის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ თავსა და თავის გარემოცვაზე ზრუნავს.

„სააკაშვილისთვის მთავარია, რომ თავად და თავისი გარემოცვა იყვნენ კარგად. ექთნის განცხადება ამის კიდევ ერთი დასტურია. სამწუხაროდ, ექთნის აღიარებაში ახალი არაფერი არ იყო, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ეს ადამიანი იძულებული გახადა, ზეწოლასთან დაკავშირებით, საჯაროდ ესაუბრა“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება