მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და აიპის ხელმძღვანელმა მინდია თავხელიძემ მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განთლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდული კლუბის შექმნა არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენების გზით. ახალგაზრდული კლუბის წევრები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს,როგორც ბაღდათში, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
მემორანდუმის ხელმოწერას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მისი პირველი მოადგილე და მერიის კულტურის სამსახურის წარმადგენლები დაესწრნენ.