საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დღეს, დაბა ადიგენში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, ბავშვებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცეები, მოეწყო წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ადიგენელების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი პატარებს საჩუქრები დაურიგა.
ღონისძიების ფარგლებში გრძელდება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, დღის ბოლოს ჯგუფი „მიქსტურა“ წარდგება ადიგენელი მაყურებლის წინაშე.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.










