საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.