აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის წესები გამკაცრდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში სრული იზოლაცია გამოცხადდა, მათ შორისაა აზერბაიჯანის დედაქალაქი.
ეს ქალაქებია: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.
აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს.
მოქალაქეებს, რომლებსაც ბაქოში დარჩენა არ სურთ, შემოვლითი გზებით ცდილობენ ქალაქიდან გასვლას