ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი თეთრი სახლის ამჟამინდელი მეთაური დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, სამხედრო გადატრიალებასთან ექნება საქმე. ამის შესახებ CNN წერს

ბაიდენის თქმით, თუ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წააგებს, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას მაინც შეეცდება, მაშინ მას, თეთრი სახლის დატოვებაში სამხედროები დაეხმარებიან.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში ბევრი ეწინააღმდეგება ტრამპის სურვილს ქვეყნის მილიტარიზაციის შესახებ.

მანამდე დონალდ ტრამპსა და პენტაგონის ხელმძღვანელს, მარკ ესპერს შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ ესპერსმა უარი თქვა აშშ-ში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამოწვეული საპროტესტო აქციებისა და არეულობების ჩახშობის მიზნით სამხედროების გამოყვანაზე

გაუზიარე!

Shares