1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.
საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა ხანდაზმული ბენეფიციარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ასევე ფილიალის თანამშრომლებმა სამტრედიის „სათნოების სახლს“ მედიკამენტები და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.


