fbpx

ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერს “გაერო”-ში, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა-ზურა ქადაგიძე

ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერს “გაერო”-ში, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია:

• საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მდგომარეობა და კრემლის ანტიქართული პოლიტიკა,რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სწორი პრაგმატული პოლიტიკით პასუხობს.

ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები,რომელიც ჩვენი ქვეყნის შეუქცევად საგარეო ორიენტირებს წარმოადგენს.

• საქართველომ ინიციატივა წამოაყენა და შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ 400მდე საერთაშორისო რეზოლუციას. მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებებში, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწყებულ საერთაშორისო გამოძიებას.

• საქართველოს პოსტ-პანდემიური ეკონომიკა,რომელმაც მოახერხა და შეუქცევად,დინამიურ პროცესად იქცა,რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია,თუ ფინანსური ინსტიტუტი აღნიშნავს. ასევე დიდი მოლოდინია იმ რეგიონული ჰაბის შექმნის პროექტირებაზე,რაზეც საქართველოსთან ოფიციალურად თანამშრომლობს ორგანიზაცია “Rothschild&Co” და სხვა საერთაშორისო აქტორები.

•საქართველო ბევრ მეზობელსა,თუ სტრატეგიულ პარტნოირთან შედარებით იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად საერთაშორისო უსაფრთხოებაში. პრემიერმა გააჟღერა მზაობა,რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის წვლილი მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

• საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა კავკასიის უსაფრთხოებასა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობაში,რაც აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში გასწია.

(ტყვეების დაბრუნება პირადად პრემიერის მედიაციით მოხდა. საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართული შეხვედრები…)

ოფიციალური თბილისი მზადაა შეასრულოს მედიატორის როლი კავკასიურ უთანხმოებებში.

და ბოლოს

განსაკუთრების აღსანიშნავია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა აფხაზებისა და ოსების მიმართ,სადაც პრემიერმა საქართველოს ევროპული მომავალი მათთან ერთად განსაზღვრა.

დიახ,აფხაზებსა და ოსებს ახლა ესაჭიროებათ ყველაზე მეტად ჩვენი გვერდში დგომა და განცდა,რომ ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. რუსული იზოლაციური პოლიტიკა კი მათ დაღუპვას მოასწავებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება