სამტრედიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით დასუფთავების აქცია ჩატარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით დასუფთავების აქცია ჩატარდა.

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციები დასუფთავდა.

დავით ბახტაძე – ,, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ნარჩენების რაოდენობაც იმატებს. ნარჩენების მართვის საკითხში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. აქციის ფარგლებში ვცდილობთ მისახლეობის ცნობიერება კიდევ უფრო ავამაღლოთ.

ნარჩენების მართვის ეფექტური მეთოდები თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიან მიდგომას ითხოვს. ჩვენი დასუფთავების აქციაც აქეთკენაა მიმართული.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება