როდესაც რამეს ვაკრიტიკებთ, ეს არანაირად არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, უბრალოდ დღეს ჩვენ რომ დღეს შემდგარი სახელმწიფო ვართ, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკის მხარდაჭერაზე , – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება და კიდევ ერთხელ – კითხვების დასმას ნუ დავარქმევთ ანტიდასავლურობას. ტყვეობაში ვართ ჩვენს მიერვე შექმნილი სქემების, რომ კრიტიკას თუ იტყვი ელჩს თუ კითხვას დაუსვამ, ეს არის ანტიდასავლური ნარატივი. ნუ ვართ ჩაკეტილები, გავთავისუფლდეთ“, – განაცხადა სუბარმა.