ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ღმერთო ჩემოო“-თქვა ვიოლა ვონ კრამონმა, და კიდევ ერთხელ გამახალისა, ამ ქალბატონმა, როგორც იქნა ღმერთი ახსენა, თუმცა უფალმა არ შეისმინა, არც მის ვედრება და არც მისი აღშფოთება. ნეტავ თუ იცის რატომ? იმიტომ, რომ ის, რასაც აკეთებს და ამბობს არ არის არც ღვთიური და არც ქრისტიანული. უფრო მეტიც სხვის საქმეში უტიფრად ჩარევა, სხვა სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების კრიტიკა, რადიკალების წახალისება, ქვეყნის არეულობისა და რევოლუციისთვის, ყველაზე პოპულარული და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების კრიტიკა, არის ის რაშიც უფალი ვერ და არ დაეხმარება. სამაგიეროდ კი აქ მიწიერ სამყაროში, ქალბატონ ვიოლას, სწორედ მისნაირი „არამკითხე მოამბე“ მეგობრები და კრიმინალები დარჩა, ხოლო ვისაც რამე ეკითხება და ხელეწიფება ისინი მას ღირსეულ პასუხს სცემენ, თან საკმაოდ ზრდილობიანს, მისგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად ავიწყდება, ზრდილობაცა და კორექტულობაც. წერს ლევან ნიკოლეიშვილი.