fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მერე უშიშროების საბჭოს მდივანი, სრული წვდომა ექნებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც დიდი ალბათობით მისგან უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება, რომელიც გიგა ბოკერიას შესახებ წერს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, დიდი ალბათობით ბოკერიას წვდომა ქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც მისგან დიდი ალბათობით შესაბამის უცხოურ უწყებებში მიდიოდა.

,,ისე, ბოკერია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მერე უშიშროების საბჭოს მდივანი, სრული წვდომა ექნებოდა საიდუმლო და სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც დიდი ალბათობით მისგან უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა შესაბამის უცხოურ უწყებებში, გასარკვევი ისღაა ამას pro bono აკეთებდა, თუ მაინც იღებდა საზღაურს,’’- წერს ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება